ვადამდელი კი არა, კაპიტულაცია მოუწევს „ოცნებას“ და თან ძალიან მალე, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ, მთელი ოპოზიცია, ყველა, ვისაც რეალურად შესტკივა გული, ერთად უნდა დადგეს.
“9 წელი ბუათი მხოლოდ იმიტომ გვაშინებს „ქართული ოცნება“ , რომ არც ქვეყნის მართვა იციან და არც სიკეთის კეთება.
აბა ახლა ვინმეს სჯერა, რომ თურნავა დღეს ღამე ნახავს სიზმარში, როგორ ააწყოს ქვეყნის ეკონომიკა 2024 წლამდე, თუ დავითაშვილს ექნება ზმანება სოფლის მეურნეობაზე?!
ან თუ ღარიბაშვილმა, რომელიც მეორედაა პრემიერი, ეს ყველაფერი იცოდა და გვიმალავს, მაშინ დასაჭერი ყოფილა სამსახურებრივი გულგრილობისთვის.
მოკლედ, ვადამდელი კი არა, კაპიტულაცია მოუწევს „ოცნებას“ და თან ძალიან მალე, ისეთ პერიოდში შევდივართ.
ოღონდ ამისთვის მთელი ოპოზიცია, ყველა, ვისაც რეალურად შესტკივა გული, ერთად უნდა დადგეს და მერე მუხტიც იქნება და ხალხიც“, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.