არგენტინულმა გამომცემლობამ “Eterna Cadencia” სპეციალური ტექნოლოგია შექმნა, რომელიც მყიდველს წიგნის წაკითხვას აიძულებს. ტექნოლოგიის სახელწოდება “El libro que no puede esperar”, ითარგმნება, როგორც „წიგნი, რომელსაც ლოდინი არ შეუძლია.“
გამოცემა ჰერმეტული შეფუთვით იყიდება. წიგნის გადაშლის მომენტში ნაბეჭდი ტექსტის განადგურების პროცესი იწყება. საქმე იმაშია, რომ ასოები მელნით არის დაბეჭდილი და სინათლისა და ჰაერის ზეგავლენით იშლება. წიგნის წაკითხვისთვის მის მყიდველს მაქსიმუმ ოთხი თვე აქვს. ეს ის ვადაა, რომლის შემდეგაც მკითხველს წიგნის გადაშლისას ცარიელი ფურცლების მეტი არაფერი დახვდება.
ტექნოლოგია მივიწყებული სამხრეთამერიკელი ავტორების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. გამომცემლობა “Eterna Cadencia”-მა ვადიანი წიგნის კონცეფცია შემდეგნაირად ახსნა: „წიგნები მომთმენები არიან! მათ დღეები, თვეები, წლები შეუძლიათ იცადონ, სანამ ჩვენ მათ გადავშლით. ეს წიგნებისთვის ნორმალურია, თუმცა – არა დამწყები ავტორებისთვის. თუ თქვენ მათ სადებიუტო ნაწარმოებებეს არ წაიკითხავთ, მაშინ, არც შემდგომ ლიტერატურულ ნამუშევრებს შეიძენთ.“
ამგვარად, “El libro que no puede esperar”-ის შემქნელები ახლო მომავალში მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვას ახალგაზრდა არგენტინელი მწერლების ნაწარმოემებშიც გეგმავენ.