ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის დამფუძნებელი და ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ბახმუტს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს გასცეს დონეცკის ქალაქ ბახმუტიდან ჯარის გაყვანის ბრძანება.
“PMC Wagner-ის ქვედანაყოფებმა თითქმის ალყა შემოარტყეს ბახმუტს, დარჩა მხოლოდ ერთი გზა”, – უთხრა მან ზელენსკის ბახმუტის ჩრდილოეთ გარეუბანში გადაღებულ ვიდეოში და გამოაქვეყნა ის სოციალურ მედიის არხებზე.
,,უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან, მაგრამ ბახმუტთან მათი სიცოცხლე ხანმოკლეა – ერთი-ორი დღე. მიეცით მათ ქალაქიდან გასვლის საშუალება. ქალაქი ფაქტობრივად გარშემორტყმულია“, – თქვა პრიგოჟინმა.
ავტორი