„ასე ულოცავდა ემიგრანტ დედას დედის დღეს. ვაი იმ დღეს, შენმა დედამ რომ გაიგო შენი ანგელოზად ზეცაში ამაღლება. ჯგუფისა და ადმინისტრაციის სახელით ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. აქ სიტყვები ზედმეტია…ვილოცოთ ნიკოლოზის სულისთვის“-წერს ფეისბუქჯგუფ „ღადარში“ ია ხალვაში.
საქმე ისაა, რომ პარასკევს ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში მომხდარ ავტოასაგზაო შემთხევას 14 წლის მოზარდის, ნიკოლოზ გვარჯალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ძაღლმა შეაშინა, რა დროსაც სოფლის ცენტრალურ გზაზე ავარდა და ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველთა თქმით, ბიჭს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა და მანქანის მძღოლმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.