ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ფეხსაცმლების მაღაზია „ბატა“ გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ და 100 ლარამდე თანხა, ასევე, ლეპტოპი წაიღეს.
მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.