https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვახტანგ ბალავაძის ულვაში

11:12; 2.12.2018
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში ცნობილი ქართველი მოჭიდავეების თავს გადამხდარ  სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ.

თავდაპირველად სიტყვას ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ თამილა კახიძეს გადავცემ, რომელიც თქვენს სამსჯავროზე ორ ადრინდელ ისტორიას გამოიტანს. (სამწუხაროდ ქალბატონი თამილა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა).

„ის წელია სსრკ-ის მოჭიდავეთა ნაკრები რომ პირველად გაემგზავრა ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. სსრკ-ის უძლიერეს ფალავნებთან ერთად იმყოფებოდა სწორუპოვარი ვახტანგ ბალავაძე, რომლის მრისხანება უკვე ოკეანის იქითაც ცოდნიათ.

პირველ დღეს ვახტანგმა ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგე. მეორე დღესაც. აი, გადამწყვეტ მესამე დღეს კი მსაჯი აშკარად ჩაგრავს. ერთხელ არ ჩაუთვალა ქულა. ვახტანგმა საგანგებოდ მოვლილ ვეება ულვაშზე ჩამოისვა ხელები, ისევ ეკვეთა მეტოქეს და ჰა, ჰა უნდა გააკრას ხალიჩას და… ისევ უადგილო სასტვენი. კვლავ არ ჩაუთვალა მსაჯმა.

მართალ კაცს სიმართლე სად დაეკარგება… ისევ ჩამოისვა დინჯად ხელი ულვაშებზე ბალავაძემ და ისევ ეცნენ ერთმანეთს ფალავნები. სუფთა გამარჯვება!

უკვე ფონს გასულმა ქართველმა ისევ დააპირა ულვაშებზე ხელის ჩამოსმა, რომ გადმოხტა ხალიჩაზე ვიღაც ადგილობრივი და სანამ ვინმე რაიმეს მოიფიქრებდა ვახტანგს ეცა… პირდაპირ ულვაშზე. ეცა და მოსწია. ერთ ხელს მეორეც მიაშველა და ორივე ხელით ქაჩავს ულვაშს. ერთი ხელის გაქნევით მოისროლა ბალავაძემ მეტიჩარა და თავხედი „მოიერიშე“.

მოგვიანებით გაირკვა ყველაფერი. იმ „აგრესორ“ ულვაშის მტერს უფიქრია, ეს ულვაშები ალბათ მიწებებული აქვს, როგორც თილისმას ხელით ეხება, ახალი ენერგიით იმუხტებაო და უნდოდა ემხილებინა, თუმცა საპასუხოდ მუდამ დაუვიწყარი ალიყური გამოსტყუა გამარჯვებულს.“

„ლევან თედიაშვილს ვუთხარი, ცოტათი მძიმე ბარგი მაქვს და აეროპორტამდე მიმატანინე როგორმე-თქო. (კიევიდან თბილისში მოვფრინავდით). ლევანი რის ლევანია, სასწრაფოდ მოაყენა ტაქსი სასტუმროს და ჰერი აეროპორტისკენ.

მძღოლი ენაწყლიანი გამოდგა. ლევანის დიდი თაყვანისმცემელი და გაბმულად ელაპარაკება, რა თქმა უნდა, სპორტზე და ძირითადად – ჭიდაობაზე.

მე უკან ვზივარ არხეინად. მოულოდნელად გამახსენდა, რომ სასტუმროს ტუმბოჩკაში ერთი ბოთლი გაუხსნელი არაყი დამრჩა, რომელიც ასპარეზობის ბოლო დღეს ჩვენი ფალავნებისთვის უნდა მიმერთმია. ამის გაგონებაზე ტაქსის მძღოლი „დაიბნა“. თავდაპირველად მანქანა გააჩერა და მე და ლევანს გვთხოვა სასტუმროში დავბრუნდეთო.

– არა, კაცო, გვაგვიანდება – ლევანმა – თვითმფრინავი გაგვასწრებს, არყის მეტი რაა საქართველოში, იქიდან გამოგიგზავნიო.

აეროპორტში რომ მივედით, მძღოლმა ხელები დაიკაპიწა. სულ თავისით სათითაოდ ამოალაგა ჩვენი ჩანთები. მერე ლევანი გვერდზე გაიყვანა და – „ბრატ, დარაგოი, სკაჟი ვ კაკომ ნომერე ასტალსია ვოდკა?!“

მე კი ვასწავლე, მაგრამ მერე რა მოხდა, ვეღარ გეტყვით.“

ჯუმბერ დავლიანიძე: „მახსოვს, ერთხელ მოსკოვში, კურსკის ვაგზლიდან თბილისში ვბრუნდებოდით. კურსკის ვაგზლის ახლოს გასტრონომში შევიარეთ პროდუქტების შესაძენად.

მოლარეს სალაროში ქვითრები გამოვარტყმევინე, თან თანმხლებ კოლეგას ვუთხარი: „მე სანამ სხვა რამეებს ვიყიდი, მიდი აი, იმ ქერათმიან გოგოსთან (სხვა გამყიდველზე ვანიშნე) და სამი „ბატონი“ გამოართვი-მეთქი. ისიც ადგა და მივიდა: „დევუშკა, დავაი ტრი გასპადინ“. გაოცებულმა გამყიდველმა ჩეკი გამოართვა.

– ჩტო? ჩტო ვი ტრებუიტე?

ამან იფიქრა სწორედ ვერ ვუთარგმნეო და ცეცხლზე ნავთი დაასხა:

– ტაგდა… ტრი კნიაზა დავაი…

გამყიდველი ჩაბჟირდა. და რომ ავუხსენი, სიამოვნებით შეგვიფუთა „ტრი ბატონჩიკი“… „ნუ შუტნიკი!“.

„სტამბულში ვართ. ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პირველობა ტარდება. მსაჯებს ასეთი რამ შეგვემთხვა.

პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების შემდეგ ავტობუსით ვბრუნდებოდით სასტუმროში. როცა ავტობუსიდან გადმოვედით, კარებში ჩანთებით დატვირთული თურქები დაგვხვდნენ. ისინი კოხტად შეფუთულ პარკებს სულ… სამ დოლარად გვთავაზობდნენ.

თითოეულ მათგანში მსაჯის თეთრი მაისური და ხუთი წინდა უნდა ყოფილიყო. მათი გახსნის და ნახვის ნება არ დაგვრთეს იმ მიზეზით, რომ პოლიცია უთვალთვალებდათ.

მოკლედ, სულ დავუცარიელეთ ჩანთები და სასტუმროს ვესტიბიულში შესვლისას გავხსენით ეს პაკეტები. ყველა მათგანში უხარისხო, დახეული და თვალწასული, „დეფექტიანი“ საქონელი იდო.

სასწრაფოდ გამოვცვივდით გარეთ, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? მოკლედ, საღამოს, გულის ჯავრზე მსაჯებმა ჭიქის მიჭახუნებით ერთმანეთს ვუსურვეთ, რომ მეტი დანაკლისით ღმერთს აღარ დავესაჯეთ.“

ზურაბ კახაბრიშვილი: „ერთმა ჩვენმა მოჭიდავემ (გვარს და სახელს არ ვიტყვი) ერთი „პაეზდკის“ დროს ტატუს გამკეთებელი გაიცნო და მხარზე – იდაყვის ზემოთ არწივი „ამოანაკოლკებინა“.

შევხედე არწივს და ნამდვილად არ მომეწონა, რადგან არწივი ძლიერების და შეუპოვრობის სიმბოლოა. ის არწივი კი ნიბლია ჩიტივით კეთილად გამოიყურებოდა.

– რაა ბიჭო, ეს! მით გინდა „წაახდინო“ მეტოქე?! დავიწუნე და დავიწუნე.

– აუ, რაღა ვქნა ახლა! – აშკარად შეწუხდა ჩვენი ფალავანი, რა ვუყო ახლა ამას? – სიმწრით გადაყლაპა ნერწყვი.

– ხომ გახსოვს, ვინც გაგიკეთა? – ვეკითხები.

– რავა არა, ორასი მანეთი მივეცი, სულ თუმნიანები.

– ჰოდა, მიდი და უთხარი, ცოტა „ჟესტოკი“ არწივი გაგიკეთოს.

ჩვენი მოჭიდავე დაფიქრდა – ასე მართლა არ ივარგებსო და ოთხი საათი უჯდა გადასაკეთებლად იმ „მეტატუირეს“. ეტყობა ის კაცი მაგარი პროფესიონალი იყო და „გადააკეთა“.

– აი, გადააკეთა! – „მომახარა“ ჩვენმა ფალავანმა და მკლავი გაიშიშვლა.

მკლავიდან გაკვირვებული, მრისხანე გამომეტყველების მქონე არწივი გაოცებული თვალებით მიყურებდა..“

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5 მარტი, 2026
სპორტი

საბა ტაკიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

20:47; 4 მარტი, 2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1 მარტი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026

„პახმელიაზე“

„ჰაილ ჰიტლერ!“

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო