ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში” მოთავსებული 13 წლის მოზარდი უკვე კონტაქტურია.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მან ბუნებრივად გამოიღვიძა და ტვინის ფუნქციონირება აღდგა. როგორც ცნობილია, დაფიქსირდა პირველი რეფლექსებიც.
რაც შეეხება მეორე დაშავებულ მოზარდს, ის იაშვილის კლინიკაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს სახლში გაწერენ.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.