დღეს ვაკის პარკში გამართული საპროტესტო აქცია დაკავებით დასრულდა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისთვის 3 პირი დააკავა.
როგორც დავით ქაცარავა ამბობს, ოზგანიზაციამ „ძალა ერთობაშია“ ვაკის პარკთან გამოთქვა პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკისა და საბჭოთა დროშების მიტანის გამო, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, ამ დროს ვალერი კვარაცხელიამ შეაგინა ერთ-ერთ ქალბატონს, ხოლო მისი სამოქალაქო მოძრაობის მხარდამჭერმა, კვარაცხელიას, საპასუხოდ, კვერცხი ესროლა, რის შემდეგაც ორივე დააკავეს.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული პირები ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულები არიან, საქმის მასალები კი განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.