სამხრეთ კორეის K-ლიგის ჩემპიონი ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაი” გახდა.
დღეს, 16 ოქტომბერს, ჩემპიონატის 37-ე ტურში “ულსანი” “განგვონს” ესტუმრა და 2:1 დაამარცხა, სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 67-ი წუთი დაჰყო.
სეზონის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, ყაზაიშვილის გუნდს კი 76 ქულა აქვს, მეორე ადგილოსან “ჟონბუკი” კი 67 ქულით (1 მატჩით ნაკლები აქვს გამართული) მე-2 პოზიციას იკავებს.
წყარო: sportall.ge