„ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ივნისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
30 წლის შემტევმა K ლიგაში ივნისში 4 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა შეძლო. შესაბამისად, მისთვის MVP-ს ტიტულის მინიჭება მოსალოდნელიც იყო.
ყაზაიშვილს კარგი სეზონი აქვს და 22 თამაშში გატანილი 11 გოლით სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.
წყარო: worldsport.ge