ვანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
არსებული ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ყუმურში, ინაშაურსა და სულორის სოფლებშია.
თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. არიან ჩარჩენილები. მოსახლეობის ნაწილს საკვები მარაგი ეწურება.
“გურია ნიუსი” ვანის მერიას დაუკავშირდა.
როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, საქმის კურსში არიან.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვეხმარებით მოსახლეობას. პირველ ეტაპზე იწმინდება ძირითადი გზები რაც არის, სოფლის ცენტრებში მისასვლელი. საქმის კურსში ვართ”,-ამბობენ მერიაში.
შეგახსენებთ, დიდთოვლობამ გურიის რეგიონის მსგავსად, პრობლემები იმერეთშიც შექმნა.