https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

10:02; 22.02.2017
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2016 წლის 21 ივნისს დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ  2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა, ცალკეული გარემოებების გამო. ამ გარემოებათა შორისაა ივანე მერაბიშვილის ბრალდებები 2013 წლის 14 დეკემბერს მისი №9 პენიტენციური დაწესებულებიდან სავარაუდო გაყვანისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

საქმე შეეხება, 2013 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ივანე მერაბიშვილის მიერ  გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ 2013 წლის 13-14 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე, იგი გამოიყვანეს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან და მიიყვანეს სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ივანე მერაბიშვილის ზემოაღნიშნული განცხადების ირგვლივ, 2013 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც  2014 წლის 14 იანვარს დასრულდა. სამსახურებრივი შემოწმებით  არ დადასტურდა  ივანე მერაბიშვილის მიერ გაცხადებული ფაქტი – მისი საკნიდან უკანონო გაყვანასთან დაკავშირებით, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება.

გარდა სამსახურებრივი შემოწმებისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ  2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ივანე მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 17 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი ზემოაღნიშნული გარემოებების გადამოწმების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ყველა შემხვედრი, აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. კერძოდ, დათვალიერდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოთხოვილი, ივანე მერაბიშვილის მიერ დასახელებულ სავარაუდო მარშრუტზე (აბუსელიძე-ტბელის ქუჩიდან –  ქეთევან წამებულის ქუჩა, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ჩოლოყაშვილის მოედანი, გულიას მოედანი) განლაგებული  გარე სამეთვალყურეო 18 ვიდეოკამერის  ჩანაწერი, მათ შორის იმ ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც მთლიანად ფარავდა №9 პენიტენციური დაწესებულებიდან ერთადერთ ამოსასვლელ სამანქანო გზას ქ.წამებულის გამზირზე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელ ტერიტორიას, თუმცა ივანე მერაბიშვილის მიერ მითითებულ პერიოდში, მითითებულ მარშრუტზე, მის მიერ დასახელებული მაღალი გამავლობის – ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომლითაც თითქოსდა განხორციელდა მისი უკანონო გაყვანა დაწესებულებიდან,  ნანახი ვერ იქნა.  მოცემულ ვიდეოჩანაწერებზე ასევე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერებზე არ არის მონტაჟის კვალი.

გამოძიების მიერ, №9 პენიტენციური დაწესებულებიდან და პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს №9 განყოფილებიდან ამოღებულ იქნა 2013 წლის დეკემბრის პერიოდის ამსახველი სპეციალური აღრიცხვის ჟურნალები, კერძოდ, დაწესებულების ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გასვლის, ფიზიკური პირების შესაბამისი საშვით შესვლა-გასვლის, გამომძიებლების, პროკურორებისა და ადვოკატების დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლა-გასვლის, მსჯავრდებულების და ბრალდებულების როგორც საკნიდან, ასევე დაწესებულების ტერიტორიიდან გაყვანა-შემოყვანის და გადაადგილების ამსახველი ჟურნალები. აღნიშნულ ჟურნალებში, გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში, არ აღინიშნება ივანე მერაბიშვილის №9  დაწესებულებიდან გაყვანა-შემოყვანისა და დაწესებულების ტერიტორიაზე რაიმე ავტომანქანის შესვლა-გასვლის ფაქტი. ამოღებულ ჟურნალებზე დაინიშნა საბუთების ტექნიკური და გრაფიკული ექსპერტიზა, რომლის დაკვნითაც დადგინდა, რომ ჟურნალებში არ არის ფურცლის ამოხევის ან ჩანაწერის ჩასწორების რაიმე კვალი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში,  მოწმის სახით გამოიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის გამოიკითხა №9 პენიტენციური დაწესებულების ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას 2013 წლის 14 დეკემბერს და რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე. ხსენებულმა მოწმეებმა კატეგორიულად უარყვეს ი.მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი.

მოწმის სახით ასევე გამოიკითხნენ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი, №9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, ამ უკანასკნელის მოადგილე, რომელთაც ი.მერაბიშვილი თავის განცხადებაში ამხელდა საკნიდან უკანონო გაყვანაში. დასახელებულმა მოწმეებმა კატეგორიულად  უარყვეს ივანე მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, მისი საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით.

მოწმის სახით გამოიკითხა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლალი მოროშკინა, რომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასაც ეყრდნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2016 წლის 14 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში. თუმცა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში, ლალი მოროშკინამ განმარტა, რომ  ივანე მერაბიშვილის განცხადების შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს საკნიდან უკანონო გაყვანაზე, მისთვის ცნობილი გახდა მასმედიის საშუალებებიდან. ხოლო რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ,,ბავშვმაც კი იცის, რომ მერაბიშვილი დარბაისელმა გაიყვანა ციხიდან“, მოწმის განმარტებით არ შეესაბამება სიმართლეს და მისი ეს განცხადება იყო ჟურნალისტის ინტერპრეტაცია.

ერთადერთი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებზე, არის თავად ივანე მერაბიშვილი,  ეს უკანასკნელი, 2014 წლის 3 იანვარს მიცემულ ახსნა-განმარტებაში ცალსახად მიუთითებს, რომ საკნიდან გაიყვანა დაწესებულების დირექტორმა, რომელიც მის საკანში შევიდა მარტო, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი  აღნიშნა,  რომ მასთან საკანში შევიდა დაწესებულების დირექტორი, რომელსაც თან ახლდა პიროვნება სახელად დიტო. ასევე, ახსნა-განმარტების მიცემისას, ივანე მერაბიშვილი განმარტავდა, რომ მას შეეძლო იმ 2 პირის ამოცნობა, რომლებმაც მისივე განცხადებით, ჩასვეს მანქანაში და მიიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში,  თუმცა  მათი აღწერილობის დაფიქსირება იმდროისათვის  ,,არ ჩათვალა საჭიროდ“. ასევე, ,,საჭიროდ არ ჩათვალა“ იმ ოთახისა და მასში განთავსებული ინვენტარის აღწერა, რომელშიც მისივე განმარტებით შეხვდა დ.დარბაისელსა და ო.ფარცხალაძეს. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი ივანე მერაბიშვილმა საერთოდ ვერ შეძლო დასახელებული 2 პირისა და ოთახის აღწერა. ივანე მერაბიშვილი ახსნა-განმარტების მიცემისას ასევე აჩვენებდა, რომ მანქანაში, რომლითაც მისივე განცხადებით გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, იმყოფებოდა 4 პირი: ავტომანქანის მძღოლი, უკანა სავარძელზე კი თავად და მისთვის უცნობი ორი პიროვნება, გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში კი დამატებით ახსენა, მძღოლის გვერდით მჯდომი პიროვნება. აქედან გამომდინარე, ი.მერაბიშვილის ჩვენება არის დაუსაბუთებელი, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ინახებოდა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. ვინაიდან, ი.მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა მხოლოდ 3 დღის შემდეგ, 2013 წლის 17 დეკემბერს, ვერ მოხერხდა შესაბამისი ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა და დათვალიერება.  მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ი. მერაბიშვილი 2013 წლის 16 დეკემბერს, ციხეში შეხვდა ადვოკატებს: სტეფანე თუმანიშვილს, გიორგი ჩივიაშვილს, ოთარ კახიძეს და გიორგი ონიანს. მხოლოდ გიორგი ონიანმა მისცა ჩვენება გამოძიებას და განმარტა, რომ ივანე მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იცის მხოლოდ ის, რაც გავრცელდა ტელევიზიის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2013 წლის 16 დეკემბერს შეხვდა ი. მერაბიშვილს,  ვერ იხსენებს, რომ მასთან ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჰქონოდა საუბარი. რაც შეეხება სტეფანე თუმანიშვილს, გიორგი ჩივიაშვილსა და ოთარ კახიძეს, მათ გამოიყენეს საქართველოს სისხილს სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, ხოლო ოთარ კახიძემ გამოძიებას დამატებით განუმარტა რომ იგი ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.

ამდენად, საქმეზე ჩატარებული ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით, არ დადასტურდა და გამოირიცხა ივანე მერაბიშვილის  2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე  გამოძიება დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა ივანე მერაბიშვილს და დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მის ადვოკატებს, რომელთაც პროკურატურის მიერ განემარტათ შესაძლებლობა  მათთვის მისაღებ დროს სრულად გაეცნონ საქმის მასალებს“, _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13 თებერვალი, 2026
სამართალი

“ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება”- საია სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრობლემაზე

16:54; 13 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა- საავადმყოფოში გადაყვანილია მძღოლიც

15:21; 13 თებერვალი, 2026
სამართალი

რას აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მძღოლი

14:19; 13 თებერვალი, 2026

როგორ შეასრულა სხვადასხვა უწყებამ სახალხო დამცველის რეკომენდაციები

ვაჟა-ფშაველას გამზირზე სანაგვე ურნა იწვის

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო