ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო შესაძლოა, ახალ წლამდე დატოვოს.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ შეტყობინება უკვე გადასცეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება აქვს.
საბოლოო გადაწყვეტილება ე.წ. უდოს კომისიამ უნდა მიიღოს.
ყოფილ პრემიერს უკვე მოხდილი აქვს სასჯელის ის ვადა, რის შემდეგაც მას ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი ეხება, თუმცა ადვოკატის განცხადებით, საქმეს აქვს პოლიტიკური შემადგენელი.