„ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს, პლენარულ სხდომაზე შეუჩერებენ. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა, თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.
პროფესიით სიციოლოგი თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ქართული ოცნების წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ “პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა.
შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია დაასახელა.