მკვლელობა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში _ 59 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა მოკლულის შვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, არსენა კახიანის ცხედარი ვანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით იპოვეს. ცხედარს სხეულზე დაზიანებები აქვს.
კახიანის გარდაცვალების მიზეზად საკუთარ შვილთან კონფლიქტი სახელდება, რის შედეგადაც მამაკაცი შეუძლოდ გახდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.