ბახმაროში ამ დროისთვის ეპიდვითარება მშვიდია. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„ბახმაროში ეპიდვითარება მშვიდია. 1 ოჯახია ინფიცირებული, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელების გზას ადგას. ცხოვრობენ საკუთარ კერძო სახლში. აკონტროლებს პოლიცია და ყურადღებას ვაქცევთ ჩვენც. ხვალ ვაპირებთ ტესტირებების ჩატარებას“,_ გვითხრა ჯიბუტმა.