აშშ-ის მთავარი ეპიდემილოგი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსზე აცრილმა ადაიანებმა დახურულ სივრცეში პირბადე უნდა ატარონ.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული ხართ, შინ, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, აუცილებელია ნიღბის ტარება”, – თქვა ფაუჩიმ CNBC– ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ კორონავირუსის დელტა შტამი განსხვავებულია ვირუსის სხვა სახეობებისგან და ადამიანიდან ადამიანს მარტივად გადაეცემა.