ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის საკონსერვაციო პროექტმა, როგორც წლის საუკეთესო პროექტმა, ორგანიზაცია “ევროპა ნოსტრას” აღიარება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ “ევროპა ნოსტრას” ოფიციალური საიტზე გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიის ლაურეატები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურიში შედიოდნენ ექსპერტები მთელი ევროპიდან.