ცოტა ხნის წინ იმ ვარსკვლავების სია გამოქვეყნდა, რომელთა Google–ის საძიებო ველში ძებნაც შესაძლოა თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს.
საქმე იმაშია, რომ ვირუსული გვერდები ხშირად იყენებენ ყველაზე ცნობადი სელებრითების სახელებს, რათა საკუთარ საიტზე შემოსული ვიზიტორების რიცხვი ამ გზით გაზარდონ.
სიის სათავეში კიმ კარდაშიანი აღმოჩნდა.
ჩამონათვალში ასევე მოხვდა ნაომი კემპბელი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა.
მესამე ადგილზე კიმ კარდაშიანის და, კორტნი ფიქსირდება.
ხუთეულს ადელი და კაროლინ ფლეკი ასრულებენ.