მსახიობი ორლანდო ბლუმი 13 წლის ასაკში იმ სასროლ თეფშებს აგროვებდა, რომლებსაც მსროლელები ვერ აზიანებდნენ.
მომღერალი ბიონსე დედას ეხმარებოდა საპარიკმახეროში და ოთახს ასუფთავებდა.
მიკ ჯაგერი, ჯგუფ „როლინგ სტოუნზის” სოლისტი ნაყინს ყიდდა.
კეიტ რიჩარდსი იგივე „როლინგ სტოუნზიდან” ჩოგბურთის კორტებზე ბურთებს ყიდდა.
მსახიობი ენი ადამსი რამდენიმე თვე ოფიციანტად მუშაობდა იმისთვის, რომ თავისთვის ავტომობილი შეეძინა სკოლის დამთავრების შემდეგ.
მომღერალი ოზი ოსბორნი, ჯგუფ „Black Sabbath”-ის ყოფილი სოლისტი საქონლის ბოილერში მუშაობდა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ პროფესიას „უკვალოდ” არ ჩაუვლია ოზისთვის. კარგად გახსოვთ როგორ აგლიჯავდა თავებს მომღერალი სცენაზე მტრედებს თუ ღამურებს.
ქანთრის მომღერალი კლინტ ბლეკი გაზეთების დამტარებლად მუშაობდა ჰიუსტონში.
მომღერალი გვენ სტეფანი დამლაგებლად მუშაობდა რძის მაღაზიაში.
მომღერალმა როდ სტიუარტმა ბევრი პროფესია გამოიცვალა, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მესაფლავედ მუშაობა.
მსახიობი ჯიმი სტიუარტიც სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა, მათ შორის გზის ზოლის დამხაზავად და ილუზიონისტის ასისტენტად.
ტომ კრუზიც, კლინტ ბლეკივით გაზეთების დამტარებლად მუშაობდა.
მსახიობი ბრეტ პიტი მზად იყო ნებისმიერი სამუშაო შეესრულებინა, მათ შორის მან გიგანტური ქათმის კოსტუმიც მოირგო, რომ რეკლამა გაეკეთებინა რესტორან „El Pollo Loco”-სთვის.