გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩეველს მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, გიორგი ცააძისა შეწყალებას ჰპირდება _ აღნიშნულის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
,,რა თქმა უნდა, შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილს და დანარჩენ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ციხეში არიან. მერაბიშვილს, ახალაიასაც და ცააძესაც და ყველას, პოლიტიკური დევნა საქართველოში უნდა დამთავრდეს“, _ თქვა ვაშაძემ.
ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაფიქსირებული აქვს 46 კანდიდატს.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.