15 ივლისს, ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
როგორც ცნობილია, წელს ოზურგეთის თეატრს დაარსების დღიდან 155 წელი შეუსრულდა. საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია გადასცა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასილ ჩიგოგიძეს.
თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ეს ინფორმაცია პირველად ოზურგეთის თეატრის სცენაზე გააჟღერა.
ვასილ ჩიგოგიძე, გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი, ქართული თეატრის დესპანი, ვარსკვლავოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, ასევე, ალექსანდრე წუწუნავას, დიმიტრი ალექსიძისა და გიზო ჟორდანიას ჯილდოების მფლობელი.
ავტორი