,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრას გამოეხმაურა.
“თავისუფალ საქართველოსთან ერთად, დღეს იბადება ბიზნესის დამოუკიდებლობაც.
ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან იყო მცდელობა არაღიარებული პრემიერმინისტრის სკამის ლეგიტიმაციისა. უნიჭოდ დადგმული და შინაარსისგან დაცლილი შეხვედრა ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, შეექმნა აღქმა იმისა, რომ ბიზნესი აღიარებს ირაკლი კობახიძის ლეგიტიმურობას.
სინამდვილეში ირაკლი კობახიძეს არ აინტერესებს ქართული ბიზნესის მდგომარეობა, არც მათი პრობლემები და გამოწვევები, მას არც ქვეყნის ეკონომიკის ბედი ანაღვლებს, ის პრემიერმინისტრის სკამს ჩაბღაუჭებული მხოლოდ ერთს ცდილობს, მოახდინოს საკუთარი თავის ლეგიტიმურობის იმიტაცია. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა.
დღევანდელ შეხვედრაზე მისული ბიზნესმენების საკმაოდ მცირე რაოდენობა წარმოადგენდა ივანიშვილის კარზე დაახლოებულ პირთა წრეს, რომლებიც შერწყმულები არიან ოლიგარქის კორუმპირებულ კლანთან და საზრდოობენ სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით. მიუხედავად ამისა აღნიშნულ შეხვედრაზე მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ვერ მალავდნენ შეშფოთებას ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკურ კრიზის გამო, ირიბად მიანიშნებდნენ კიდეც, რომ კრიზისის გადაჭრის გზად ახალი არჩევნების ჩატარებას ხედავენ, რაც ირაკლი კობახიძის არალეგიტიმურობის კიდევ ერთი დადასტურებაა”,_ განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ვასო ურუშაძის განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.