„პირველ რიგში, პატარა მიმართვა დეველოპერულ კომპანიებს. მამა თეიმურაზის ოჯახისთვის შეგროვდა გარკვეული თანხა. ახლა კი ვეძებთ ბინას 60-65 კვ ფარგლებში. დასრულებულ კორპუსში. ვიცი აქაც გამოჩნდება კეთილი ადამიანი და არასტანდარტულ ფასად შეეცდება შეცვალოს ამ სასწაული მამის გარეშე დარჩენილი ბავშვების ცხოვრება. რადგან სამწუხაროდ თანხა იმდენი არ არის, რომ საბაზრო ფასად მოგვივიდეს ბინის შეძენა“, – ამის შესახებ Tik Tok-ზე maiko_maze წერს.
„როგორ გადმოვცე არ ვიცი ჩემი მადლიერება ჩემი მეგობრების და სრულიად უცხო ადამიანების მიმართ. ხდება ისე, ალბათ მამიკოს უნდოდა თავისი შვილებისთვის და ვერ მოასწრო. მაგრამ ეს დღეები გვეხმარებოდა ყველანაირად, რადგან თავად იყო სიკეთის ელჩი დედამიწაზე და თავად ასჯერ მეტს გააკეთებდა სხვისი შვილებისთვის.
ათასობით ადამიანმა გადმორიცხა თანხები, ზუსტად ეს ერთი და 2 ან 5 ლარი ყოფილა ის, რაც სასწაულებს ახდენს. არასოდეს, არასოდეს დაგვეზაროს თუნდაც ამ ერთი ლარის გადარიცხვა… რადგან ზუსტად ეს ერთი ლარიანი გადარიცხვები ცვლის ადამიანების ცხოვრებას.
და თუ კიდევ ვინმეს გექნებათ სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ:
#GE21TB7816645066300003
#GE61BG0000000498593001
გთხოვთ გადააზიარეთ“, – აღნიშნულია Tik Tok-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.