რატომ არ აქვთ ვეგეტარიანელებს წონის პრობლემა, რატომ გამოიყურებიან გაცილებით ახალგაზრდულად და რატომ არიან საოცრად ჯანმრთელები.
ვეგეტარიანელობასა და რაციონიდან ცხოველური საკვების ამოღებას თან მოჰყვება კალორიული კვების შემცირება, რაც წონაში კლებაზე აისახება. თუმცა, მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ გახდომაზე გავლენას ახდენს არა ვეგეტარიანელობა, არამედ რაციონის დაგეგმვის მიმართ უფრო რაციონალური მიდგომა და ის ფაქტი, რომ გარეთ კვება რთულდება.
ცოცხალი ადამიანის ორგანიზმში ზედმეტი ქოლესტერინი კეტავს სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვაგვარ დაავადებას იწვევს. რადგან ვეგეტარიანელები წითელ ხორცსა და სხვა ცხოველურ პროდუქტებს, რაც სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის ძირითადი გამომწვევია, არ მიირთმევენ, ისინი ბევრად ნაკლებად დგანან ინფაქტის, ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მსგავსი პრობლემების საშიშროების წინაშე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წითელი ხორცი ოფიციალურად აღიარა კანცეროგენად და ნებისმიერი ხორციანი ნახევარფაბრიკატის მიღების მაქსიმალურად შემცირებაზე რეკომენდაცია გასცა – კიდევ ერთი დასტური იმ ფაქტისა, რომ თანამედროვე ხორცს სარგებელზე მეტი, ზიანი მოაქვს.მრავალრიცხოვანი მეცნიერული კვლევები იმაზე საუბრობენ, რომ ვეგეტარიანული კვება აბალანსებს სისხლის წნევას, ამცირებს ქოლესტერინს, გულის დაავადებების, სიმსივნისა და დიაბეტის განვითარების რისკს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად მუშაობის ხარჯზე, ვეგეტარიანელები ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან, სახის ჯანსაღი ფერი აქვთ და მათი კანი კარგ მდგომარეობაშია. თანაც, ვეგეტარიანელები განსაკუთრებით უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას და ხშირად გატაცებულები არიან სპორტის სხვადასხვა სახეობით, რაც ასევე დადებითად აისახება ადამიანის გარეგნობაზე, ის სავსეა ენერგიით.


































































