ევროკავშირის წარმომადგენლობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ჩვენ გულთბილად მივესალმებით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დღეს, ოპოზიციური პარტიებიდან ხელმომწერებმა,საქართველოს მოქალაქეები სახელით, მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებული სამართლიანობის აღქმის მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები ამ ვალდებულების განხორციელებაში.
ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიმამაცეს. ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის ასამაღლებლად.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე,”- ნათქვამია განცხადებაში.