ავსტრალიაში ველოსიპედისტებმა GPS-ის გამოყენებით ხელოვნების ნიმუში შექმნეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ველოსიპედისტების ჯგუფმა 202 კილომეტრის დისტანციაზე თხა დახატეს.
როგორც ცნობილია, ველოსიპედისტებს ნახატის გასაკეთებლად 7 საათი დასჭირდათ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი ნახატი რაც მსგავსი მეთოდით შეიქმნა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ნახატი კანადაში „ვასრკვლავების ომის“ თემაზე შეიქმნა და მასზე დარს ვადერი და დინოზავრი იყო გამოსახული.