ოზურგეთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას ჟურნალისტზე, ნებისმიერ შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლების. ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი და მომავალშიც იქნება. იმედი მაქვს, მას ექნება საშუალება ამასთან დაკავშირენით თავისი პოზიცია და რეაქცია დააფიქსიროს, რადგან ის გახლავთ საჯარო მოხელე, პოლიტიკოსი,”- განაცხადა თალაკვაძემ.