https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვენახის თითოეული ძირისთვის შემოშენებული ქვის კედლები

10:18; 3.02.2024
მსოფლიო
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც უკვე შეგპირდით, იმ უნიკალური და ცნობილი ადგილების შესახებ გიამბობთ, სადაც  ბოლო ორი წლის მანძილზე, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ვსწავლობ და ვმუშაობ.

დღეს პორტუგალიაში, აზორის კუნძულების ერთ-ერთ კუნძულზე _ პიკოზე ვიმოგზაურებთ. გასული წლის ზაფხულში, სწორედ პიკოზე მომიხდა საწარმოო პრაქტიკის გავლა და მინდა, შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. მაშ, ასე, გამომყევით _ ერთად დავადგეთ ღვინის გზას კუნძულ პიკოსკენ.

 ესპანეთი _
ტრადიცია, რომელიც ღვინის
თითოეულ ბოთლში იგრძნობა!

ატლანტიკის ოკეანის შუაგულში მოქცეული აზორის კუნძულების ჯგუფი ღვინის სამყაროში პოპულარობას დღითიდღე იძენს. ღვინის წარმოების გარდა, აზორები ტურისტებს მისი ეგზოტიკური პეიზაჟებითა და გასაოცარი კულტურით იზიდავს.

აზორები, რომელიც დაუსახლებელი იყო პორტუგალიელების კოლონიზაციამდე, 1439 წლიდან, მნიშვნელოვანი გახდა მეზღვაურებისთვის. მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ გაამარტივა ვაჭრობა აფრიკას, ევროპასა და ამერიკას შორის. პირველად ვენახები კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა გააშენეს და აზორებმა მალევე მოიპოვეს მსოფლიო აღიარება. მღვდლებმა მალევე აღმოაჩინეს მსგავსება აზორებსა და სიცილიას შორის, რამაც დიდი გავლენა იქონია შესაბამისი ვაზის ჯიშების არჩევაზე; მათ პირველად “ვერდელოს” ჯიშის ყურძენი გააშენეს, რომელიც აზორების სუბტროპიკული კლიმატისთვის იდეალური იყო, და აზორებიდან წარმოებული ღვინოები ჩრდილო ევროპისა და თუნდაც რუსეთის ბაზარზე მალევე გამოჩნდნენ.

ამ არქიპელაგის ფარგლებში განლაგებულია მზარდი ღვინის რეგიონი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო თავისი გამორჩეული მევენახეობის პრაქტიკით; აზორების ღვინის ინდუსტრიამ რენესანსი განიცადა, რამაც ინტერესი გამოიწვია როგორც მცოდნეების, ისე, იმ ტურისტების მხრიდან, რომლებიც ეძებენ ავთენტური ღვინის გამოცდილებას. აზორის კუნძულთა ჯგუფი მოიცავს ცხრა კუნძულს, რომელთაგან მხოლოდ სამი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოებს: პიკო D.O.C, გრაციოზა D.O.C  და კუნძული ტერსეირა. თითოეული მათგანი, თავისი განსხვავებული კლიმატით, კულტურითა და ტრადიციებით, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს პორტუგალიის მეღვინეობის განვითარებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად პიკოს; კუნძულ პიკოზე პირველად მევენახეობა მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა და მალევე ძირითად ეკონომიკურ საქმიანობად გადაიქცა. პიკოზე არსებული რთული კლიმატური პირობების გამო, ვაზი იყო ერთადერთი მცენარე, რომელმაც აქ გაიხარა. თუმცა, ატლანტიკური თბილი ქარისა და მარილიანობის პრობლემასთან საბრძოლველად, ადგილობრივებმა “Currais” (ქვის კედლების) მშენებლობა დაიწყეს, რომლებიც კუნძულის თითქმის ყველა წერტილშია მოფენილი და ვენახისთვის მსოფლიოში უნიკალურ გარემოს ქმნის. ფოტოზე კარგად ჩანს, როგორაა “დაქსელილი” ქვის კედლებით პაწია ვენახებიც და შედარებით მოზრდილი ზვარიც. ვენახის თითოეულ ძირს, რუდუნებით ამოშენებული ქვის კედელი იფარავს ცხელი, მარილიანი ქარისგან.

ასევე, კუნძულის შუაგულში მდებარეობს ვულკანი პიკო, რომელიც ასევე პორტუგალიის უმაღლესი წერტილია. საუკეთესო პერიოდი კუნძულისთვის მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები იყო, როდესაც აქ წარმოებული ღვინოები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გადიოდა ექსპორტზე; თუმცა, მეცხრამეტე საუკუნის შუა რიცხვებში, ჭრაქისა და ნაცრის გამოჩენასთან ერთად, აზორების მეღვინეობა საგრძნობლად გაუარესდა. საბოლოოდ, ფილოქსერა (მწერი, რომელიც ვაზის საშიში მავნებელია) არა მხოლოდ ევროპის უმეტეს ქვეყნებში გამოჩნდა, აზორის კუნძულებზეც თითქმის გაანადგურა მევენახეობა. დღესდღეობით, კუნძულ პიკოს მეღვინეობა კვლავ იძენს პოპულარობას და მსოფლიო აღიარებას, ვულკანური ნიადაგისა და უმაღლესი ხარისხის ღვინოების ხარჯზე.

აზორის არქიპელაგის გულში არსებული პიკოს კუნძული მოგზაურებს თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და მსოფლიოში ცნობილი ღვინოებით უფრო და უფრო მეტად იზიდავს. გაბედული მოგზაურისთვის პიკოში მოგზაურობა არ არის სრულყოფილი პორტუგალიის უმაღლესი მწვერვალის _ პიკოს დაპყრობის გარეშე. 2351 მეტრის სიმაღლის მწვერვალი გთავაზობთ პანორამულ ხედებს მეზობელ კუნძულებსა და ატლანტის ოკეანის უკიდეგანო სივრცეზე. მწვერვალზე ასვლასთან ერთად, ასევე, შეგიძლიათ მიწის გულის საიდუმლოებებსაც გაეცნოთ _ კუნძულზე რამდენიმე ლავის ქვაბული, მბოლავი კრატერი მდებარეობს, რომლის გამოკვლევა ყველა ტურისტს შეუძლია.

ასევე, აღსანიშნავია ბუნებრივი აუზები _ სანაპიროებზე ბუნებრივად არსებული “ჯაკუზები”, სადაც შავი ვულკანური ქვიშები და ატლანტიკის მზე იდეალურ გარემოს ქმნის რელაქსაციისთვისა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებისთვის. ეს ბუნებრივი აუზები ატლანტის ოკეანის ბუნებრივად თბილი, გამჭვირვალე წყლით, კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველია მხიარული მეგობრების კამპანიაში ყოფნისას, რომლებმაც ნამდვილი ღვინის არომატი და ფასი იციან.

პიკოს კულინარიული იდენტობა ატლანტიკის ოკეანესთანაა მიჯაჭვული. ადგილობრივი ღვინოებისთვის დამახასიათებელია მაღალი მჟავიანობა, მსუბუქი სხეული და არომატული პროფილი, რაც ზღვის პროდუქტებთან ერთად იდეალურ კომბინაციას ქმნის. ტურისტებისთვის პოპულარული არჩევანი, შედარებით სხეულიანი “ვერდელოს” კასრში დავარგებული ღვინო და რვაფეხასგან მომზადებული კერძია.

აღსანიშნავია ისიც, რომ აზორის კუნძულები რძის პროდუქტების მსხვილი მწარმოებლები არიან. რძის პროდუქტები _ გემრიელი და სურნელოვანი ყველი კი  “არინტოს” ღვინის მჟავიანობას იდეალურად ეხამება.

ინდივიდუალური რესტორნების გარდა, კუნძული მასპინძლობს ადგილობრივ ფესტივალებს, რომელზეც წარმოდგენილია უამრავი ხემსი, კერძი თუ ღვინო.

დასასრულს კი შეგვიძლია ვთქვათ: პიკოს კუნძულის კულინარია არის მისი ბუნებრივი სიუხვის, ღვინის ისტორიისა და ხალხის თბილი სტუმართმოყვარეობის კომბინაცია.

 ლუკა სიხარულიძე

ვენახი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16 იანვარი, 2026
მსოფლიო

მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

14:15; 16 იანვარი, 2026
მსოფლიო

ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

13:15; 15 იანვარი, 2026
მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

10:49; 15 იანვარი, 2026
მსოფლიო

ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

10:45; 15 იანვარი, 2026

"საპირფარეშოში შევიდნენ, ფანჯრიდან გისოსები ამოიღეს და 20მ. ზეწრების თოკით გაიპარნენ"

გია ხუხაშვილი - გაინტერესებთ ღარიბაშვილი რატომ მოხსნა?

ყველა სიახლე

მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026
ზაფრანი

ცოცხლად დამარხვა რეკორდისთვის: 61 დღე კუბოში და ვინ არიან თანამედროვე “რეკორდსმენები”, მათ შორის ქართველი “იუთუბერია”

14:32; 16.01.2026
სამართალი

შსს: დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია

14:19; 16.01.2026
მსოფლიო

მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

14:15; 16.01.2026
საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16.01.2026
საზოგადოება

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

13:17; 16.01.2026
სამართალი

“მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო”

12:29; 16.01.2026
ფინანსები

ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:59; 16.01.2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16.01.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:48; 16.01.2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებთ                                                                                          

10:22; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ ზეგავლენას ახდენენ ქმრებზე ცოლები

10:19; 16.01.2026
ზაფრანი

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

10:12; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო