ვენესუელა აშშ-ს მიერ სანქციების დაწესების გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter– ის გვერდზე დაწერა.
“თქვენი ქმედებები და სანქციები კრიმინალია ბატონო პომპეო. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ ვენესულელელი ხალხის ნებას ვერ დაიმორჩილებთ. არცერთმა თქვენმა გეგმამ არ იმუშავა ვენესუელასთან და არც ის შესრულდება. მადლობას გიხდით თქვენი აღიარებისთვის და მტკიცებულებებისთვის, რომელსაც წავიღებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში“,_ წერს ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი.
როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, აშშ-მ გადადგა ნაბიჯები მადუროს რეჟიმის მიერ ვენესუელას ზეთის მოპარვის შესაჩერებლად. პომპეოს თქმით, აშშ-მ რამდენიმე კომპანიას, არალეგალური საქმიანობისთვის სანქციები დაუწესა და აღნიშნა, რომ ამერიკა ვენესუელი ხალხის გვერდით დგას.
ცნობისთვის, ვენესუელაში პოლიტიკური არეულობა გასულ წელს დაიწყო,როდესაც ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა. სწორედ მას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაც.