გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას პრესსამსახურის წარმომადგენელი მაკა ჯანაშიას თქმით, დღის მანძილზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს.
“ჩვენმა წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს ამის ნახვა, მაგრამ დანამდვილებით მინდა გითხრათ, რომ ფოთში ხდება ამომრჩევლებისთვის ფულის გადაცემა. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად შევიტანთ საოლქოში საჩივარს.
ასევე, ტელეკომპანია “ფორმულამ” დააფიქსირა ფულის გადასცემის ფაქტი”.
გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” ფოთის საარჩევნო შტაბის უფროსის კოტე თოფურიას ინფორმაციით, ფოთის ყველა საარჩევნო უბანზე მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები.
“მიუხედავად ჩვენი წინააღმდეგობისა, ისინი საარჩევნო უბნებთან არღვევდნენ 100-მეტრიან დისტანციას. არის უბნები, სადაც ჩვენი შენიშვნა გაითვალისწინეს.
რაც შეეხება ფულის გადასცემის ფაქტებს ამ ეტაპზე ჩვენს წარმომადგენლებს მსგავსი არაფერი დაუფიქსირებიათ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამომრჩეველს აძლევენ 50-იდან 100 ლარამდე თანხას ფარგლებში აძლევენ თანხას”, _ გვითხრა კოტე თოფურიამ.
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ფოთში არჩევნები მშვიდ და წყნარ ვითარებაში მიდის.
“ამ ეტაპზე საელქოში თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე საჩივარი არავის არ შემოუტანია”, _ თქვა სალომე როდონაიამ.
[sexy_author_bio]