თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.