უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკები – მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი – ოთხშაბათს კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ. ამის შესახებ პოლიციის უფროსმა იჰორ კლიმენკომ ფეისბუქის პოსტზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform.
სულ დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ვერტმფრენის ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. 22 დაზარალებული, მათ შორის 10 ბავშვი, საავადმყოფოშია.