ავღანეთის მთავრობამ საერთაშორისო მესინჯერის აპლიკაციის, WhatsApp-ის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მიზეზი უცნობია. ავღანეთის კავშირგაბმულობის სამინისტრომ ინტერნეტპროვაიდერებს წერილი უკვე გაუგზავნა.
სოციალური ქსელების მოხმარება ავღანეთში ერთ-ერთი მწვავე საკითხია. საერთაშორისო უფლებადამცელი ორგანიზაციები რამდენიმე წელია, აცხადებენ, რომ ავღანეთში ადამიანის უფლებების პერმანენტული დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ოფიციალური ქაბული მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომას ნაწილობრივ უზღუდავს.
ავღანეთის კავშირგაბმულობის მინისტრმა შაჰზად არიობიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ WhatsApp-ის დაბლოკვა დროებითია, რაც ინტერნეტხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, WhatsApp-ის დაბლოკა შესაძლოა, ტერორისტულ ორგანიზაცია თალიბანსაც უკავშირდებოდეს. ავღანეთის მთავრობის ანგარიშში არაერთხელ აღინიშნა, რომ ბოლო წლებში სოციალურ ქსელებსა და მესინჯერებს კომუნიკაციის დასამყარებლად თალიბები ხშირად იყენებენ.
1tv.ge