https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პირველი ჩემპიონი

11:11; 4.11.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართველი სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან მონაწილეობენ. რასაკვირველია ასპარეზობა საბჭოთა კავშირის წითელი დროშის ქვეშ უხდებოდათ. იმ დროს სსრკ-ის ნაკრებში მოხვედრა რთული საქმე გახლდათ. ქართველი რუსეთის წარმომადგენელზე გაცილებით ძლიერი უნდა ყოფილიყო რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის უფლება მიეღო. ამ ფაქტორის გამო არაერთი ჩვენი თანამემამულე დაიჩაგრა და მსოფლიო ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიურ თამაშებზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

ქართველებს არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ პირველი ოქროს ჯილდო 2004 წელს, ათენში, ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მოიპოვა.

სულ პირველი კი დავით ციმაკურიძე გახლდათ, რომელმაც ამ წარმატებას 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია. სამწუხაროდ ბატონი დავითი 2006 წლის 8 მაისს გარდაიცვალა. დღევანდელ წერილში ამ ჩინებული ფალავანის ხსოვნას პატივს კიდევ ერთხელ მივაგებთ და თავის დროზე მის მიერ გავლილ სპორტულ გზას გავიხსენებთ.

„სანამ ჭიდაობაზე შევიდოდი, ლამის ყველა სპორტში ვცადე ბედი: ველოსპორტი, ცურვა, სირბილი, ტანვარჯიში… სხვათა შორის, ფოთში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვითვლებოდი. კრივშიც ვვარჯიშობდი – ცნობილი სანია გოლდშტეინი იყო ჩემი მწვრთნელი და ცოტა ხნით სახელგანთქმული ანდრო ნავასარდოვის სპარინგ-პარტნიორიც ვიყავი. ძალოსნობაში კი სპორტსაზოგადოება „ბოლშევიკის” საკავშირო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მე-III ადგილიც დავიკავე!

ჭიდაობაში ვარჯიში რომ დავიწყე, უკვე თბილისში ვცხოვრობდით, ობოლაძის ქუჩაზე. მაშინდელ ორჯონიკიძის ქუჩაზე, მოჭიდავეთა სამჭედლოდ წოდებულ პეტრე იორდანიშვილის დარბაზში რომ მივედი, პირველი 3 შეხვედრა სუფთად წავაგე. მახსოვს, მსაჯი ირაკლი ყიფიანი იყო. მითხრა, მამაშენის შვილს არ გრცხვენია, ასე რატომ იქცევიო. ისე მომეშალა ნერვები, თითქმის 2 თვე ხალიჩას აღარ გავეკარე. რამდენიმე დღეში თავად პეტრე იორდანიშვილი მოვიდა ჩვენთან სახლში და მითხრა, ჭიდაობისთვის თავის დანებება გამოსავალი არაა, სჯობს დარბაზში დაბრუნდე და მათ, ვინც გაჯობა, სამაგიერო გადაუხადოო. მისი სიტყვები ჭკუაში დამიჯდა და მეც ვარჯიშს დავუბრუნდი.

1942 წელს, 17 წლისამ პირველი დიდი გამარჯვება მოვიპოვე: ბათუმში საქართველოს ჩემპიონი გავხდი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში! ისე, საქართველოს პირველობა ერქვა, თორემ ძლიერი რუსი და უკრაინელი სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ. მახსოვს, ისინი ბათუმში ორი გემით ჩამოვიდნენ – ერთს „კრასნი კრიმი” ერქვა, მეორედ „კრასნი კავკაზი”. ისე, ბათუმური ჩემპიონობის შემდეგ კლასიკურში საქართველოს პირველობა კიდევ 8-ჯერ მოვიგე!

თავისუფალი ჭიდაობა ჩვენში შედარებით გვიან, 40-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. 1945 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად ვიასპარეზე საკავშირო ჩემპიონატში, რომელიც ლენინგრადში გაიმართა. ჩვენი გუნდი ძალიან კარგად გამოვიდა: ჩემთან ერთად ჩემპიონები გახდნენ ილურიძე, მაჩკალიანი და მეკოკიშვილი.

ჩემ დროს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები არ ტარდებოდა და მეც მხოლოდ საკავშირო ჩემპიონატზე და საერთაშორისო ტურნირებზე გამოვდიოდი. ყველაზე დიდი შეჯიბრება, რა თქმა უნდა ოლიმპიადა იყო. 7-ჯერ გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სხვადასხვა ტიტულები კი, სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია.

ჭიდაობა ისე მიყვარდა, რომ ცოტა ხნით თავისუფალშიც ვჭიდაობდი და ბერძნულ-რომაულშიც. 1947 წელს თავისუფალში საკავშირო ჩემპიონი გავხდი, ბერძნულ-რომაულში კი მეორე ადგილზე გავედი. ერთი წლის შემდეგ თავისუფალში ბრინჯაო მოვიგე, კლასიკურში კი ისევ ვერცხლი. სხვათა შორის, 1948 წელს, როსტოვში ბერძნულ-რომაულში ყველას ვაჯობე, მაგრამ ფინალის შედეგი გააუქმეს და მეც ვერცხლის მედალი „მისახსოვრეს”. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თურმე ფინალის წაგების გამო მოსკოვის ნაკრები გუნდურ პირველ ადგილს კარგავდა.

საბჭოელ სპორტსმენებს ჯერ კიდევ 1948 წელს უნდა გვეასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ლონდონში არ გაგვიშვეს. და იცით რატომ?  მაშინ სახელმწიფო პოლიტიკა ითხოვდა, რომ ოლიმპიადიდან გუნდური პირველი ადგილით დავბრუნებულიყავით, ამის გარანტიას კი ვერავინ იძლეოდა, რადგან მაგალითად, მძლეოსნების და მოცურავეთა შედეგები კონკურენტებისას ძალიან ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც, სტალინის ბრძანებით არ გაგვიშვეს და 4 წელი გვალოდინეს.

ჰელსინკში, ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული ძალიან ვნერვიულობდი. ვერც მაშინ დავწყნარდი, როცა ოლიმპიურ სოფელში – ბოტანიემში დავბინავდი. ჩვენ სპორტკომპლექს მესუჰალიში გვიწევდა ასპარეზობა და იქაურობა საერთოდ მანადგურებდა. ვერ გეტყვით რატომ ვნერვიულობდი ასე, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ დიდ შეჯიბრებაზე მანამდე არასდროს გავსულვარ და ოლიმპიადაზე მოხვედრაზე მხოლოდ ვოცნებობდი.

ოლიმპიადაზე ჩემი პირველი მეტოქე შვედი ბენგტ ლინტბლადი იყო. კარგად დავიწყე, 2 ქულაც მოვიპოვე, მაგრამ მერე ნორვეგიელმა და ფრანგმა მსაჯებმა შეცდომით მეტოქეს ჩაუთვალეს ქულები და წამაგებინეს. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ არბიტრების გადაწყვეტილება იქვე გააპროტესტა და თანხაც გადაიხადა აპელაციისთვის, თუ არ ვცდები 5 ათასი. სანამ საკითხს განიხილავდნენ, ეგვიპტის ჩემპიონს მოჰამედ აბდულ რამადა ჰუსეინს და ამერიკელ დენ ჰოჯს ვძლიე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვე, ის ლინტბლადი კი საერთოდ გავარდა.

ფინალში ორი მეტოქე მყავდა: უნგრელი დიორდ გირიჩი და ირანელი გულამ რეზა ტახტი. პირველად გირიჩს დავეჭიდე. საწყის წუთებში ორჯერ დავატრიალე და ქულები ავიღე, მერე კი აღარ გავრისკე – ძალებს ვზოგავდი. საბოლოოდ ქულებით 7:0 მოვიგე და იმ დროს, როცა დასასვენებლად ვემზადებოდი – მეორე შეხვედრაში გირიჩს რეზა ტახტთან უნდა ეჭიდავა – ისევ ხალიჩაზე მიხმეს. უნგრელმა, ფეხი მტკივა, ცოტა უნდა დავისვენოო და… ახლაც არ ვიცი, მართლა ტკიოდა გირიჩს ფეხი, თუ იცრუა.

გულამ რეზა ტახტი ირანის შაჰის საყვარელი ფალავანი იყო, მაგრამ ისე მინდოდა გამარჯვება, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ მედგა წინ. არადა, ის ძალიან გამოცდილი მოჭიდავე იყო, ძლიერი მკლავები ჰქონდა და უამრავ ილეთს იდეალურად ფლობდა. თან, ჩემზე მაღალიც იყო… საწყის წუთებში ჩემი საყვარელი ილეთი გავუკეთე – ფეხით ავწიე და „ხიდზე” დავაყენე, მერე ორჯერ ჩოქმბჯენიდან დავატრიალე და ქულებიც მოვიპოვე… დაწინაურების შემდეგ ინიციატივა აღარ დავუთმე. საბოლოოდ 9:2 გავიმარჯვე და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი საქართველოდან!

შეხვედრის წინ ტახტი მუხლებზე დაემხო და ლოცვა-კურთხევა შესთხოვა ალაჰს. ვიფიქრე, ამას ჩემი შინებია-მეთქი და უფრო თამამად გავედი საჭიდაოდ. ხელის ჩავლებისთანავე მივხვდი, როგორ ძლიერ მეტოქესთან მქონდა საქმე. შევუტიე. მოპოვებულ ქულებს მერე ვერაფერი წავუმატე, მაგრამ თავიდან არც არაფერი დამითმია და… კვარცხლბეკზე რომ ვიდექი, მთელი საქართველო თვალწინ დამიდგა და ცრემლიც მომადგა.

წლების შემდეგ შევიტყვე, რომ რეზა ტახტი ირანის შაჰის ბრძანებით მოუკლავთ. ცხადია, დანამდვილებით არავინ იცის, ასე იყო თუ არა, მაგრამ ირანში რამდენჯერმე მოვკარი ყური ამ ვერსიას. სამშობლოში ეს მოჭიდავე ძალიან უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ – აღმერთებდნენ! მისი არაერთი ძეგლი და ბიუსტი მინახავს, სხვადასხვა ქალაქებში კი რეზა ტახტის სახელობის უამრავი ქუჩაა… ისე, მან 1956 წელს მელბურნშიც იასპარეზა და მაშინ ჩემპიონიც გახდა, თუმცა უკვე სხვა წონაში.

ჰელსინკში ჩასვლამდე სპორტსმენებს გამოგვიცხადეს, რომ ვინც ოქროს მედალს მოიგებდა, 25 ათასი მანეთით დააჯილდოვებდნენ. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო! იქ, მესუჰალიში მხოლოდ მედალი და სიგელი გადმომცეს და იმედიანად ვიყავი, ვფიქრობდი, მოსკოვში მაინც მივიღებ პრემიას-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! საბოლოოდ 5 ათასი მანეთით დამასაჩუქრეს: ათას-ათასი ჩემმა სპორტულმა საზოგადოებამ და საქართველოს სპორტკომიტეტმა მომცა, 3 ათასი კი რესპუბლიკის ხელისუფლებამ. იმ ზაფხულს მე, რაფაელ ჩიმიშკიანი და გივი კარტოზია ოჯახებით წავედით სოხუმში დასასვენებლად… კაი დრო იყო!

ჰელსინკიდან მოსკოვში რომ დავბრუნდით, სტალინის ბრანებით მოჭიდავეებისთვის საგანგებო მიღება გამართეს კრემლში, გეორგიევსკის დარბაზში. თამადა მოლოტოვი იყო, სტალინის მარჯვენა ხელი, თუმცა მან, სტალინმა და ცენტრალური კომიტეტის სხვა მაღალჩინოსნებმა 6-6 ჭიქა დალიეს და დაგვტოვეს. სხვათა შორის, პირველად სტალინი ადღეგრძელეს – წესი იყო ასეთი… მერე, მხოლოდ მოჭიდავეები რომ დავრჩით, გულით მოვილხინეთ – ღამის 2 საათზე წამოვედით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც საქართველოში შემოსვლისას ვიგრძენი – უზომოდ გახარებული ხალხი ლამის ყველა გაჩერებაზე გვეხუტებოდა და გვლოცავდა!

უმაღლესი რანგის ტურნირებზე სულ რამდენჯერმე დავმარცხდი, მაგრამ დიდად არც მიდარდია – ვიცოდი, საბოლოოდ ჩემპიონი მაინც მე გავხდებოდი. მაშინ სხვა სისტემა იყო – ერთი წაგების მიუხედავად, ოქროს მედლის მოპოვების შანსი მაინც გქონდა.

1954 წელს კარიერა დავასრულე. თბილისის ცირკში იაპონიის ნაკრებს ვუმასპინძლეთ. ჩვენ 6:2 მოვიგეთ, მე კი მათ საუკეთესო ფალავანს კაცურამოტოს ვაჯობე. ეს ჩემი უკანასკნელი ჭიდაობა და მოგება იყო.

ოლიმპიურ თამაშებზე 4 წლის შემდეგაც გავემგზავრე, მაგრამ მელბურნში მთავარი მწვრთნელი არ ვიყავი. საბედნიეროდ, ჩვენმა გუნდმა მაშინაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და მეც ამ წარმატების გამო მომანიჭეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ტიტული.

იცით, სწორედ მელბურნში „მოვინათლე” ჟურნალისტად. სანამ ავსტრალიაში გავემგზავრებოდი, „ლელოს” მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა ირაკლი უგულავამ მითხრა, თამაშებს ხომ ესწრები და რა მოხდება რეპორტაჟები რომ გამოგვიგზავნოო? ცხადია, თავიდან უარზე ვიყავი, წერა რა ჩემი საქმეა-მეთქი, მაგრამ დამიყოლიეს. დაიწყეს ჩემი „წვრთნა”: ნოდარ გუგუშვილი წერის ტექნიკას მასწავლიდა, „პროფესორა” მიშა ზარგარიანი კი ფოტოს გადაღების ტექნიკას. მოკლედ, მელბურნში დამწყებ ჟურნალისტად ჩავედი და მალე ჩემი წერილებიც დაიბეჭდა „ლელოში”.

მელბურნის ოლიმპიადისთვის ტაშკენტში ვემზადებოდით თითქმის 4 თვე. ნაკრების მწვრთნელები, ძირითადი შემადგენლობა და კანდიდატები ერთად ვიყავით. ეს ის დროა, როცა სტალინის კულტს ებრძვიან – ყველა თავყრილობაზე ლანძღავენ და ათახსირებენ მკვდარ კაცს. ერთ მშვენიერ დღეს დიდ დარბაზში გვიხმეს და ნაკრების პარტკომმაც, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვორობიოვმა მოხსენება წაიკითხა – ქვა ქვაზე არ დატოვა სტალინისგან. მოკლედ, რაც დაუწერეს ის წაიკითხა. ტრიბუნიდან რომ ჩამოდიოდა, არსენ მეკოკიშვილი დახვდა, ნამდვილი გოლიათი. გაუქანა და სახეში არ თხლიშა მუშტი?! მაგრამ ეს ამბავი ამით არ მორჩა: ბაზაზე ლენინის ბიუსტი იდგა, დილით კი დალეწილი ნახეს. ფაქტზე ვერავინ დაიჭირეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ არსენას გაკეთებული იქნებოდა და დასაჯეს: მელბურნში მის ნაცვლად ივან ვიხროსტოევი წაიყვანეს. მაშინ როცა მეკოკიშვილს ოქრო უნდა მოეგო, მისმა შემცვლელმა ათეულში მოხვედრა ძლივს შეძლო.

90-იანი წლების დასაწყისში ძალიან გამიჭირდა. ხომ გახსოვთ, რა დრო იყო? სამსახური არ მქონდა, ოჯახში პურის ფულიც ვერ მიმქონდა… ოლიმპიური ოქროს გაყიდვა სწორედ მაშინ ვიფიქრე, ერთ-ერთ სახელოვან სპორტსმენთან ერთად რამდენიმე გაზეთის რედაქციაშიც მივედით, განცხადება დავტოვეთ… მედალს არც მაშინ გავყიდდი, უარეს დღეში რომ ჩავვარდნილიყავი, უბრალოდ, მსურდა იქ, „ზევით”, ხელისუფლებაში ვინმეს მაინც ეფიქრა, რომ ჩვენი ასეთ დღეში ჩაგდება არ შეიძლება – იმ წლებში ჩემი, როგორც ოლიმპიადის გამარჯვებულის პენსია 12 ლარი იყო და იმასაც თვეობით ვერ ვიღებდი! რამდენიმე წლის შემდეგ შევარდნაძემ 65 წელს გადაცილებულ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს 70-ლარიანი დახმარება დაგვინიშნა. მახსოვს, სია გივი კარტოზიამ შეადგინა. ორჯერ მივიღეთ ფული, მერე კი ისევ დაგვივიწყეს.

უცნაურია, მაგრამ ჯერ ხასავიურტის საპატიო მოქალაქე გავხდი და შემდეგ თბილისისა. ხასავიურტში რომ ჩავედი საზეიმო ცერემონიალზე, მასპინძლებმა, ჩემმა მეგობრებმა 14-გრამიანი ოქროს მედალი მისახსოვრეს. საერთოდ, მათ მხარდაჭერას და პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი.

უიმედობის პერიოდი ჩემთვის მას შემდეგ დასრულდა, რაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ბადრი პატარკაციშვილი აირჩიეს. მან ძველი გამარჯვებები დაგვიფასა.

ვარ თუ არა ბედნიერი? აი, მისმინეთ: სპორტში რაც მსურდა, მივაღწიე. ოჯახშიც ბედნიერი ვარ: საყვარელი მეუღლე მყავდა… მყავს ვაჟები, 5 შვილიშვილი და შვილთაშვილი, აი, ისეთი, გულით რომ მიხარია. ხალხის და გულშემატკივრების სიყვარულს ხომ ყოველთვის ვგრძნობდი და განა ბედნიერება სხვა რამეა?“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026
სპორტი

ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა რესპუბლიკური ტურნირიდან 8 მედალი წამოიღეს

17:23; 17 აგვისტო, 2026

“მოდით, ვითამაშოთ ერთად“

სასაკლაოდ ქცეული გზა _ „ოზურგეთი-ბათუმის გზის მონაკვეთზე სიკვდილი გვიცდის“

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო