ამერიკელი მკვლევარების აზრით, იმპოტენციის საწინააღმდეგო პრეპარატი „ვიაგრა“ შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კლივლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 7,2 მილიონი ადამიანის 6-წლიანი სამედიცინო ისტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ „ვიაგრას“ მომხმარებლებს შორის ალცჰაიმერით დაავადების შემთხვევები გაცილებით იშვიათად ფიქსირდება.
როგორც BBC წერს, ლაბორატორიული ცდების დროს კი დამტკიცდა, რომ „ვიაგრის“ მაღალი დოზები ტვინის უჯრედების ზრდას იწვევს.
წამყვანმა მკვლევარმა დოქტორ ფეიქსიონგ ჩენგმა თქვა, რომ დასკვნები დამაიმედებელი იყო, მაგრამ საჭიროებს დამატებით შესწავლას
”რადგან ჩვენი დასკვნები მხოლოდ აყალიბებს კავშირს სილდენაფილის გამოყენებასა და ალცჰეიმერის დაავადების შემცირებულ სიხშირეს შორის, ჩვენ ახლა ვგეგმავთ მექანიკურ კვლევას და რანდომიზებულ კლინიკურ კვლევას II ფაზის შესამოწმებლად. მიზეზობრიობა და დაადასტურეთ სილდენაფილის კლინიკური სარგებელი ალცჰეიმერის პაციენტებისთვის,“ – განაცხადა ჩენგმა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები დამაიმედებელია, თუმცა მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის დამატებითი ტესტებია საჭირო. ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ უკვე არსებული მედიკამენტის ახალი დანიშნულებით გამოყენება გაცილებით მარტივია და იაფია ვიდრე დაავადების სამკურნალოდ ახალი პრეპარატის შექმნა.
[sexy_author_bio]