მმართველი გუნდის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ყველა უვადოდ განმწესებულმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვოს.
,,შოთაძე უნდა გადადგეს. საზოგადოებაში დაძაბულობას იწვევს პროკურატურის შეცდომები და ამ დროს პროკურატურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არ შესწევთ ძალა, დაარწმუნონ ხალხი თავიანთ სამართლიან გამოძიებაში, ამიტომ დახმარებისთვის მიმართავენ უცხოელ პროკურორებს. ვფიქრობ, ასეთი პროკურატურა ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ისეთი პროკურატურა, რომელიც დაიცავს ჩვენს უფლებებს. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ შოთაძე გადადგეს. ქვეყანაში არის უსამართლობის განცდა, არის გამოუძიებელი საქმეები. თვითონ ეს კოლექტიური მურუსიძეების, ტყვილა არ ვეძახი ამ სახელს, მუდმივი ვადით დანიშვნა არის ყველაზე დიდი შეცდომა, ეს პროცესი უნდა გახდეს შეუქცევადი, ყველამ უნდა დატოვოს თანამდებობა“, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.