ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშლილი და მორღვეულია, ამას დიდი ხანია, ვამბობ. ისიც ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც _ 10 პოლიციელით…
მოკლედ, 2 ოქტომბერს დასაცავია 41-ის წინააღმდეგ მიცემული ყველა ხმა!
ამიტომ, პირადად მე, ვიდგები იქ, სადაც ქართველი ხალხი იქნება!
თან, არჩევნების შემდეგ პრობლემები კი არ მთავრდება, პირიქით იწყება.
მითუმეტეს, ბევრი შეკედლებული ჰყავს “ოცნებას” თბილ ადგილებზე და მათ უკვე დაიწყეს წრიალი.
მაგრამ!
ყველას ნამოქმედარი უნდა შეფასდეს, მე ამისი მომხრე ვარ.
რადგან ეს ქვეყანა საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა და სწორედ პოლიტიკოსებისგან”, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.