კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა თსუ-ს სტუდენტებს უერთდება.შეგახსენებთ, დღეს თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან რუსული კანონის პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ. მათ ლექტორებსა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც მოუწოდეს იგივე ქმედებისკენ.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს.
ჩვენ ვდგავართ და ვიდგებით იქ, სადაც თქვენ დგახართ. რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა” _ ნათქვამია განცხადებაში.