ვიეტნამის პრეზიდენტი, ჩან დაი კუანგი, სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზად ავადმყოფობა სახელდება.
როგორც ცნობილია, ექიმები მის გამოჯანმრთელებას თვეების განმავლობაში ცდილობდნენ.