ვიეტნამს ტაიფუნი დაატყდა თავს.
როგორც BBC იუწყება, ტაიფუნის გამო, ვიეტნამმა 586 000-ზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ტრანსპორტი შეჩერებულია.
ვიეტნამის ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ექვსი პროვინციის 400 კომუნაში არსებობს მცირე მდინარეებსა და ნაკადულებზე წყალდიდობის, ხოლო ციცაბო ფერდობებზე მეწყერის ჩამოწოლის რისკი.






























































