მტერი ამჟამად არ აკონტროლებს უკრაინის არცერთ მთავარ რეგიონულ ცენტრს. ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფედირ ვენისლავსკიმ, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა განაცხადა.
“მტერი არ აკონტროლებს არცერთ საკვანძო რეგიონალურ ცენტრს. ჩვენ სრულად ვიგერიებთ მტერს ყველა ფრონტზე. ღამით იყო საჰაერო თავდასხმები, დაბომბვის მცდელობები. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს გამანადგურებელი ყველა საშუალება, რომელიც მიფრინავდა ხარკოვის, კიევის მიმართულებით. დაბომბეს მარიუპოლი. იყო მცდელობები ხერსონის, მიკოლაივის ირგვლივ სიტუაციის გამწვავებისთვის, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები გაბედულად იცავენ ხაზს”,_ განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინა ყველანაირად აპირებს მტრის განადგურებას, თუ მოლაპარაკებები უარყოფით შედეგს გამოიღებს.