თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს მიმართა. კალაძემ მოუწოდა მათ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მინდა, მოადგილეებს საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მივმართო – მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ ამაზე და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ რაიმე კორუფციის ნიშნები იქნება შემჩნეული. ვიქნებით უმკაცრესები, ამიტომ ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჰქვია მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდით დავუდგეთ, მაგრამ ეს კორუფციისა და გადაცდომის სახით არ უნდა ხდებოდეს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, – განცხადა თბილისის მერმა.