ლანჩხუთში მოქალაქეთა ნაწილი პარასკევს, 15 თებერვალს დღის თორმეტი საათისთვის მერიის შენობის წინ მორიგ აქციას აანონსებენ.
„ ლანჩხუთში, გამგეობის წინ ვიკრიბებით მოქალაქეები , რომელთაც უდიდესი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემა შეგვიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკის ფორმირებამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ (10212ჰექტარ) მიწის ფართობზე“, -ამ შინაარსის განცხადებები ვრცელდება ზოგიერთი ლანჩხუთელის ფეისბუქგვერდზე.
როგორც აღნიშნული ფეისბუქპოსტიდან ხდება ცნობილი მათი მოთხოვნაა: ტრადიციული გამოყენების ზონაში სამომავლოდ დაიშვას ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე, კანონში შევიდეს ცვლილება ; განისაზღვროს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით , საშეშე მერქნის მოპოვების დროდ ზაფხულის პერიოდი . კლიმატური პირობებიდან გამომდინარე; მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიხედოს კოლხეთის ეროვნული პარკის , ლანჩხუთის ტერიტორიაზე მკაცრი და ტრადიციული ზონის საზღვრები; გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები რომლებიც ეწევიან ფერმერულ საქმიანობას“.
ლანჩხუთელები კოლხეთის ეროვნულ პარკის ირგვლივ არსებული პრობლემების საბოლოოდ გადაჭრის მიზნით პრემიერ მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნასაც აჟღერებენ.
აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე აქცია ლანჩხუთში ერთი თვის წინაც გაიმართა, რომლის შემდეგაც შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. როგორც მაშინ გაჟღერდა, სოფლის მეურეობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და ყველა იმ საკითხს მოიცავდა, რომელიც დღესდღეობით აქტუალურია ეროვნულ პარკთან მიმართებით. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა დროებითი რეგულაციების დაწესება, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, მოსახლეობას პარკის ტერიტორიაზე ყველა საქმიანობის შეზღუდვა მოეხსნებოდა, ეს იქნება თევზაობა, თიბვა, საქონლის ძოვება თუ სხვა რამ. ანუ ნადირობის სეზონის დასრულებამდე, ნადირობაც დასაშვები იქნებოდა, ოღონდ მკაცრად იქნებოდა გაკონტროლებული ბრაკონიერობის შემთხვევები და ასეთი მაგალითები უმკაცრესად დაისჯებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიღწეულ ამ შეთანხმებას არ იზიარებენ და აქციის გამართვასაც ამიტომ გეგმავენ.