წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენი ვილ ჰარდი, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ,,ტვიტერზე” გამოეხმაურა და ის ადამ კიზინგერის და ამერიკის მეგობართა ჯგუფის მოწოდებას შეუერთდა.
მისი განცხადებით, თავისუფლების მოყვარული ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის მიერ შევიწროების წინააღმდეგ, საკუთარი ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს.
ტეხასელი დეპუტატი მოხარულია, რომ კონგრესის ორივე პარტია საქართველოს მოსახლეობას მხარს უჭერს.
„ჩვენ გვესმის პროტესტის შესახებ ჰოგ-კონგსა და ირანში, თუმცა, პროტესტი იყო საქართველოშიც. ეს თავისუფლების მოყვარული ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის მიერ შევიწროების წინააღმდეგ, საკუთარი ხელისუფლებისგან დაპირებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ითხოვს. მოხარული ვარ, რომ კონგრესის ორივე პარტია უჭერს მათ მხარს“, – განაცხადა კონგრესმენმა ჰარდმა.