საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის ბათუმშია და 8 წლის ნანატრი ოცნება აუსრულდა, _ ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას.
აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება“, – ამბობს სააკაშვილი.