ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის არჩევის შემდეგ ჯერი რიგით მოადგილეებზე მიდგა. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამ თანამდებობებზე მაია ლომთაძე და გიორგი ჩახვაძე აირჩიეს.
მაია ლომთაძემ, რომელიც აქამდე პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის ლანჩხუთის ბიუროს ხელმძღვანელობდა, საკრებულოში ფაქტობრივად, მეუღლე ემზარ თევდორაძე ჩაანაცვლა. მანამდე სწორედ თევდორაძე იყო აცანის მაჟორიტარი, თანაც არაერთგზის. მხოლოდ ისაა, წინამოწვევის საკრებულოში თევდორაძე პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მისი მეუღლე კი რიგით მოადგილეობას დასჯერდა. რაც შეეხება ჩახვაძეს, იგი წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, საკრებულოს სტაჟიანი წევრია. წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის ერთ- ერთი მოადგილე იყო.

































































