ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100%-ანი გრანტის მფლობელი 10 მოსწავლე დააჯილდოვა.
გრანტოსნებს 3 000 -3 000 ლარი “ალეგრობის” დღესასწაულზე საზეიმოდ გადაეცათ, 1 000 -1 000 ლარს მიიღებენ ახალგაზრდების ამღზრდელი სკოლებიც.
ეს ახალგაზრდები და სკოლებია: ვანო მეგრელიშვილი _ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა; ნინო ინწკირველი _ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა; აკაკი ზღულაძე _ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა; სალომე ჩაგუნავა _ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა; მარიამ გორგაძე _ წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა; ნინო ჩხიკვიშვილი _ წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა; თათია სალუქვაძე _ სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა; ანი თუთისანი _ დაბა ლაითურის საჯარო სკოლა; თამარ სირაძე _ სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა; ელისაბედ სიხარულიძე _ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლა.
ეს ინიციატივა ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებისაა“, რომელიც აღმასრულებელ ორგანომაც გაიზიარა. პირველად პროექტი 2015 წელს ოზურგეთის თემთა მუნიციპალიტეტში ამოქმედდა. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში 27 წარმატებული ახალგაზრდა დაჯილდოვდა.