ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ათი საჯარო სკოლის 21 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დააჯილდოვეს.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა, დაჯილდოებული მოსწავლეებიდან 9 პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა.
“დღეს დაჯილდოვდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის 21 საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლე. პირველი საჯარო სკოლიდან 9 მოსწავლეს გადეცა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი. ესენია: ნანა გოგია, ნუცა ბარამიძე, ანანო კალანდაძე, მარიამ მგალობლიშვილი, ანა-მარია სანიკიძე, ლუკა ლორია , გიორგი ბერძენიშვილი, ქეთი მდინარაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი.
გოგილესუბნის საჯარო სკოლიდან დაჯილდივდა ორი მოსწავლე: ანი ჩიჩუა და მარიამ ორჯონიკიძე. გორაბერეჟოულის საჯარო სკოლიდან სოფო ქერქაძე.
კოხნარის საჯარო სკოლიდან ლიზი კეშელავა. საჭამიასერის საჯარო სკოლიდან ნინო გიორგაძე და შორენა გუბელაძე. ქვენობნის საჯარო სკოლიდან თამარ ჯინჭარაძე,. შუა ამაღლების საჯარო სკოლიდან დალი ყაჭეიშვილი. ჩაისუბნის საჯარო სკოლიდან ანანო კილასონიას გადაეცა პერსონალური კომპიუტერი. მაღალმთიანი სტატუსის მქონე ჩახაკოურას საჯარო სკოლიდან დაჯილდოვდა საბა ბერიძე. ხიდისთავის საჯარო სკოლიდან კი ლუკა გოგიბერიძეს და ილია ჯინჭარაძეს გადაეცათ პერსონალური კომპიუტერი”,_ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
ცნობისთვის, წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ.
პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
ავტორი