ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოზურგეთში რეგისტრირებული მხოლოდ ორი კანდიდატი “გახარია საქართველოსთვის” (25) და “ოცნების” (41) პარტიებიდან არიან. ოზურგეთის მერობისთვის “გახარია საქართველოსთვის” ალექსანდრე მენაბდე, ხოლო “ოცნებიდან” პაატა კუნჭულია იბრძოლებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები არიან დავით ჩხაიძე, ” გახარია საქართველოსთვის” (25) და ალექსანდრე სარიშვილი “ქართული ოცნება”(41).
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, აქაც მერობის ორი კანდიდატია რეგისტრირებული. ძლიერი საქართველო – ლელო, ნუგზარ ჩხიკვაძე (9) და მინდია ჟღერია “ქართული ოცნება”(41).
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობას არ იღებს.



































































